გარკვეული კატეგორიის პაციენტებისთვის, ფსიქოთერაპევტის სახლში ვიზიტი საუკეთესო ან ერთადერთი გამოსავალია.
1. ფიზიკური შეზღუდვების მქონე პირები, რომლებიც მობილობის სრული ან ნაწილობრივი შეზღუდვის გამო ვერ ახერხებენ კლინიკაში მისვლას.
ამ ტიპის პაციენტებს შესაძლოა აღენიშნებოდეს ხანგრძლივი იზოლაციით გამოწვეული დეპრესია, ქრონიკულ ტკივილთან და ფიზიკურ შეზღუდვებთან ადაპტაციის სირთულეები, შფოთვა, უსუსურობის განცდა.
2. მძიმე ფსიქიკური და ემოციური მდგომარეობის მქონე პაციენტები
პირები, ვისთვისაც სახლიდან გასვლა ან უცხო გარემოში ყოფნა ძლიერ ფსიქოლოგიურ ტრავმასთან ან პანიკასთან არის დაკავშირებული.
- მძიმე აგორაფობია (ღია სივრცის, ხალხმრავლობის ან სახლიდან გასვლის შიში).
- მძიმე კლინიკური დეპრესია: როდესაც პაციენტს არ აქვს რესურსი, ძალა და მოტივაცია, რომ ადგეს, მოემზადოს და სახლიდან გავიდეს.
- გამოხატული პანიკური აშლილობები და სოციალური ფობია.
3. მძიმე დანაკარგით გამოწვეული კრიზისული მდგომარეობა.
საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულმა მწვავე რეაქციამ შესაძლოა სრული სოციალური იზოლაცია გამოიწვიოს. როდესაც პაციენტს არ გააჩნია ემოციური რესურსი კაბინეტში თერაპიისთვის, ბინაზე ვიზიტი ხდება ოპტიმალური ფორმატი მწვავე გლოვის ფაზის სამართავად და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის დასაწყებად.
4. სხვადასხვა სახის ადიქცია (დამოკიდებულება)
ხშირად, აზარტული თამაშების, ალკოჰოლის ან სხვა ნივთიერებების მიმართ ძლიერი დამოკიდებულების მქონე პირები კატეგორიულ უარს ამბობენ სპეციალისტთან ვიზიტზე. ბინაზე ფსიქოთერაპევტის გამოძახება ასეთ დროს არის ეფექტური გზა „პირველი კონტაქტის“ დასამყარებლად, მოტივაციის ასამაღლებლად და პაციენტის მკურნალობის პროცესში უმტკივნეულოდ ჩასართავად.
5. ასაკოვანი პაციენტები კოგნიტური დაქვეითებით: დემენციის, ალცჰაიმერის ან სხვა ასაკობრივი ცვლილებების საწყის ეტაპზე მყოფი პირები.
გარემოს ცვლილებამ ასეთ პაციენტებში შესაძლოა ძლიერი დეზორიენტაცია და შფოთვა გამოიწვიოს. ნაცნობ, უსაფრთხო გარემოში თერაპევტთან ურთიერთობა ეხმარება მათ შფოთვის დონის შემცირებასა და ემოციურ სტაბილიზაციაში.
6. დროის დაზოგვა და პირადი კომფორტი:
ხშირად, თანამედროვე, გადატვირთული გრაფიკის მქონე ადამიანები სერვისს უბრალოდ პირადი კომფორტისთვის ირჩევენ. სახლში თერაპევტის მიღება იდეალური გამოსავალია მათთვის, ვისაც სურს დაზოგოს გზაში, საცობებსა და რიგებში დასაკარგი დრო, დაქანცული სამუშაო დღის შემდეგ დარჩეს ნაცნობ, მყუდრო გარემოში და მაქსიმალურად კონფიდენციალურად, ზედმეტი სტრესის გარეშე მიიღოს კვალიფიციური მომსახურება.
ფიზიკური თუ ემოციური ბარიერები არ უნდა გახდეს მიზეზი პროფესიონალურ დახმარებაზე უარის სათქმელად.
ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს სრულ კონფიდენციალურობას და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ პაციენტთან, მათთვის კომფორტულ სივრცეში.
სერვისის დასაჯავშნად ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 24 საათის განმავლობაში:

+032 2 111 500
ჯეო მედი - გამოიძახეთ კლინიკა სახლში